The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ აფაქიძე

მიხეილ აფაქიძე
დაბადების თარიღი:1926  (99 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1948 წელს.

მუშაობა დაიწყო ჭიათურის მარგანტრესტის სისტემაში ცვლის უფროსად, უბნის გამგედ, ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრად, მაღაროს გამგედ, სამთო-ტექნიკური ინსპექსიის უფროსად; 1959-1962წწ. მუშაობდა "ჭიათურმანგანუმის" ტრესტის კალინინისა და ლენინის სახელობის მაღაროთა სამმართველოების დირექტორად; 1962 წლის მარტში იგი დანიშნბეს ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" მთავარ ინჟინრად; 1976 წელს - ტრესტის მმართველად; 1989-1993წწ. იყო ს/გ "ჭიათურმანგანუმის" სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ გენერალური დირექტორი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მუშაობა გააგრძელა მეცნიერების სფეროში. არის მეცნიერული ნაშრომებისა და რამდენიმე გამოგონების ავტორი. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში; მრავალჯერ იყო არჩეული რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; დაჯილდოებულია რამდენიმე ორდენითა და მედლებით.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.25

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ჭიათურის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: