The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო რიგვავა

სერგო რიგვავა
სხვა სახელი:სერგი რიგვავა
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 2013  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1957 წელს.

1944-1956წწ. საქართველოს ალკკ სოხუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი; 1956-1990წწ. საქართველოს კპ თბილისის ვაკის რაიკომის განყოფილების გამგე, საქართველოს ზოოტექნიკურ-სასწავლებლის კვლევითი ინსტიტუტის პარტკომის მდივანი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი, საქართველოს კპ თბილისის მთაწმინდის რაიკომის მეორე, პირველი მდივანი, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; 1990 წელს საქართველოს კპ ცენტრალური კონტროლ-კომისიის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.298; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: