The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ასათიანი

ოთარ ასათიანი
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1975  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1947 წელს.

მუშაობა დაიწყო ტრესტ "კავკასელექტრომონტაჟის" საპროექტო განყოფილების გამშვებ-მომწესრიგებელი ჯგუფის ინჟინრად; 1948 წლიდან - უფროსი ინჟინერი; 1950 წლიდან - "კავკასელექტრომონტაჟის" თბილისის საპროექტო-საკონსტრუქტორო სამმართველოს გამშვებ-მომწესრიგებელი განყოფილების უფროსი; 1959 წლიდან - საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს ელექტროტექნიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის N5 განყოფილების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1960 წლიდან - იმავე ინსტიტუტის N8 განყოფილების ელექტროამძრავის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა გამშვებ-მომწესრიგებელ სამმართველოდ. ამ სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი როლი შეასრულეს ფერადი და შავი მეტალურგიის საკავშირო და საერთაშორისო ობიექტების ურთულესი სამუშაოების შესრულებაში; 1960 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის კათედრის დოცენტი; 1962 წლიდან - ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. ამ პერიოდში ენერგეტიკის ფაკულტეტზე საფუძველი ჩაეყარა სამრეწველო საწარმოთა დანადგარების ელექტროამძრავისა და ავტომატიზაციის სპეციალობას. მას, როგორც მაღალი კომპეტენციის ინჟინერსა და მკვლევარს, დიდი დამსახურება მიუძღვის აღნიშნული სპეციალობით პირველი ქართველი ინჟინრების მომზადებაში; 1965 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობიდან; 1971 წელს იგი სამუშაოდ ბრუნდება მძიმე მრეწველობის ელექტროტექნიკური სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის თბილისის განყოფილების მმართველად. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის რუსთვის მეტალურგიულ კომბინატში საგლინავი დგანების მექანიზმების ავტომატიზებული ელამძრავის დაპროექტებაში და გაშვებაში; დიდი შრომა გასწია თბილწყალგაყვანილობის სისტემის მოსაწესრიგებლად. გამოჩენილი ინჟინერ-ენერგეტიკოსი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.27-28; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 22-23


გააზიარე: