The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკარ ბარბაქაძე

მაკარ ბარბაქაძე
Date of birth:10 February, 1913
Date of death:1992  (at 78 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის თბოენერგეტიკის ფაკულტეტი თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1935 წელს.

1927-1930წწ. მუშაობდა სეზონურ მუშად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში და სარკინიგზო-საგზაო სამმართველოში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებული იქნა კრივოი როგის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტრო ცენტრალში (თეც), სადაც მუშობდა ბრიგადირად ტურბოგენერატორის მონტაჟზე, შემდეგ საქვაბე საამქროს ექსპლუატაციის ოსტატად; 1936 წელს გადაიყვანეს აფხაზეთში ტყვარჩელსრესმშენში; 3-თვიანი სტაჟირების (ქ. დონბასში) შემდეგ ჩააბარა გამოცდები სადგურის მორიგე ინჟინრის თანამდებობაზე და დაბრუნდა ტყვარჩელსრესში, სადაც მუშაობდა სამონტაჟო განყოფილების ინჟინრად, თბოძალოვანი მოწყობილობების მონტაჟის ინჟინრად, სატურბინო საამქროს ინჟინრად, სატურბინო საამქროს უფროსად; 1943-1948წწ. მუშაობდა თბილისში თბილთეცის მთავარ ინჟინრად; 1948-1961წწ. - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თეცის მთავარ ინჟინრად; 1961-1963წწ. - თბილსრესის მშენებლობის დირექციის მთავარ ინჟინრად; 1963-1966წწ. - თბილსრესის ექსპლუატაციის მთავარ ინჟინრად; 1966 წლიდან - თბილისის თეცის მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოადგილედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.28-29; წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 32


Share: