Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ბახტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. 1992 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსებულ კონსტრუქციების დაზიანების დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის კათედრას, იმავე დასახელების სამეცნიერო ლაბორატორიას, იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგისა და ექსპერტიზის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს საგანგებო სიტუაციების გაფრთხილებისა და პრობლემების ლიკვიდაციის საბჭოს ექსპერტი, საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 171 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია, 3 დამხმარე სახელმძღვანელო, 3 მეთოდური მითითება და 60 გამოგონება. მისი სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობა შეიძლება დახასიათდეს ძირითადად ორი ახალი სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულების შექმნით, გამოქვეყნებული შრომებით: 1. მის მიერ მსოფლიოში პირველად დაწყებულია და დღემდე გრძელდება სამუშოები ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდებლის შესაქმნელად, რომლებიც გათვალისწინებულია გამოყენებულ იქნეს კონსტრუქციების მუშაუნარიანობისა და მთლიანობის კონტროლისათვის დიაგნოსტიკურ ცენტრებში გამოსაყენებლად. პირველ რიგში ატომურ ენერგეტიკაში, ავიაკოსმოსურ ტექნიკაში და ქიმიურ მრეწველობაში, ტექნიკური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად; 2. სითხის წვეთის ლაზერულ-თერმული აფეთქების შედეგად ძალოვანი ველის მიღებისა და გამოყენების პრინციპებისა და მეთოდების დამუშავება. ამ მეცნიერული მიმართულებით პირველად გამოკვლეულია ლაზერულ-თერმული აფეთქებით მიღებული ძალოვანი ველის გამოყენება შტამპვაში, ვიბრატორში, მედიცინაში - სისხლის მიმოქცევის ხელოვნურ სისტემაში, იარაღის ახალი სახეობის სისტემაში და ა.შ. ასეთი ტიპის აპარატების შექმნისათვის მსოფლიო გამოფენაზე მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი "საუკეთესო კონსტრუქციის ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდის გამოგონებისა და შექმნისათვის", ასევე ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი. მისი საინჟინრო, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მოიცავს 45 წელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.29-30 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |