The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი 1998 წელს; ქ. ოქსფორდის (Swan) სკოლის ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სე­ბი 1999 წელს.
1998-1999წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი; 1999-2001წწ. შპს "ლუქსი"-ს ფინანსური მენეჯერი; 2001-2004წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი; 2004-2005წწ. ს.ს. "ქართუ ბანკი"-ს პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2005-2006წწ. ს.ს. "სტანდარტ ბანკი"-ს კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის პირადი ბანკირი; 2006-2007 წწ. ს.ს. "სტანდარტ ბანკი"-ს; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი; 2007 წელს ს.ს. "სტანდარტ ბანკი" საბურთალოს ფილიალის მმართველი; 2007-2010წწ.  ს.ს. "კორ - სტანდარტ ბანკი"-ს  ბიზნესის განვითარების დირექტორი; 2010-2015წწ. MFA საქართველოს საელჩოს  ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსურ მენეჯერი; 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე; 2015-2016წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2016-2019წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე; 2013-2014წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა; მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში; 2019 წლიდან 22.02.2021 თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 22.02.2021 წლიდან  2024 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი": interpressnews.ge1tv.ge


გააზიარე: