The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო რუხაძე

სერგო რუხაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1931  (94 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მევენახეობა და მეხილეობა-მებოსტნეობის სპეციალობით 1953 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1956 წელს.

1956-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1966-1975წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ს/კ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1975-1981წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი; 1981-1983წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1983-1985წწ. საქართველოს ხილბოსტნეულის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1986-1988წწ. საქაგრომრეწვის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1989-1992წწ.  საქართველოს კოლმეურნეობათა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, აგრარული კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.300

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომისია, წევრი (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: