The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ რცხილაძე

ავთანდილ რცხილაძე
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 2022  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, მუსიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი 1966 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს.

სხვადასხვა წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ელექტრომექანიკოსი, თბილისის 26 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საწარმოო სწავლების ოსტატი, თბილისის მეტროპოლიტენის მექანიკოსი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეტრის მსახიობი, თელავის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი; 1990-1991წწ. საქართეველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟარიტარული, მაჟორიტარი თელავის, ვარდისუბნის №61 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ჰელსინკის კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.301; საქართველოს უზენაესი რესპუბლიკის საბჭო: m.facebook.com; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, თავმჯდომარის მოადგილე (1990-1991)

გააზიარე: