შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ საბანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლახამულა, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1981 წელს. 1973-1974წწ. ლახამულას კოლმეურნეობის წევრი; 1981-1984წწ. ბეჩოს საბჭოთა მეურნეობის ინჟინერ-მშენებელი; 1984-1988წწ. ლახამულის საბჭოთა მეურნეობის ინჟინერ-მშენებელი; 1988-1991წწ. მესტიის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ინჟინერი, უფროსი; 1991-1998წწ. ს. ლახამულის საკრებულოს გამგებელი; 1994-2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეც. გამომკვლევი ცენტრის დირექტორის თანაშემწე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.302 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |