შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ბექაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფასანაური, დუშეთის რაიონი. სწავლობდა თბილისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე; მესამე კურსიდან გადაყვანილ იქნა ქ. ლენინგრადის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1939 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დატოვეს ასპირანტურაში ნავთობქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით. 1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და დემობილიზებულ იქნა; 1947 წელს დაიცვა დისერტაციას ქ. ლენინგრადში. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და 1961 წლამდე მუშობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1962 წელს აკადემიკოს ნ. შუიკინის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ამავე წლიდან 25 წლის მანძილზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრას. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს ნავთობის შესწავლა-გადამუშავება და მიღებული ნავთოპროდუქტების სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოყენება; მის მიერ აღმოჩენილმა ლუმინოფორმმა - "ნორიოლი" და "შუბეკოილი" საკავშირო მიღწევათა გამოფენაზე ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურა; ამ ნაშრომებმა გამოხმაურება პოვა ინგლისში, იტალიაში, გერმანიაში; მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნავთობიდან მიიღეს ქიმიური ბოჭკოს შემზეთავი "სპიოლი", რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდა წარმოებაში; მისი გამოყენება დიდ ეკონომიკურ ეფექტთან არის დაკავშირებული. ქიმის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.30-31 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |