The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ბურდილაძე

ანზორ ბურდილაძე
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 2009  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1966 წელს.

მუშაობდა "საქჰიდროენერგომშენის" ენგურმშენის სამშენებლო სამმართველოში, საიდანაც უკვე პროფესიონალი ინჟინერი 1973 წელს სამუშაოდ მოვიდა "თბილგვირაბმშენის" სისტემაში. მან, როგორც "გვირაბმშენის" წამყვანმა სპეციალისტმა, არაერთი თაობა გამოზარდა გვირაბმშენის სისტემაში. "მეტროპოლიტენის" მშენებლობის პიონერი, ღვაწლმოსილი მუშაკი, ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინერი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.32


გააზიარე: