Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე გაგნიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შქმერი, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა. 1923 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ელექტრომექანიკურ სპეციალობაზე; 1930-1931წწ. სწავლობდა ლენინგრადში ინჟინერ-ენერგეტიკოსთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე; 1932 წელს მოსკოვსა და ლენინგრადში ეუფლებოდა ენერგოსისტემის დისპეტჩერული მართვის საქმეს. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო საქმიანობა ზაჰესში, ქვესადგურის მორიგის თანაშემწედ, მორიგე ელექტრიკოსად; 1930 წელს დააწინაურეს მორიგე ინჟინრად; 1933 წელს დაინიშნა ზაჰესის დირექტორად; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ენერგოსისტემის ჩამოყალიბებაში; იყო საქართველოში ენერგოსისტემის დისპეტჩერული მართვის განხორციელების ერთადერთი მოთავე; 1943 წლიდან ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ენერგოსისტემის მთავარ დისპეტჩერად; იყო არაერთი რაციონალიზატორული წინადადების, გამოგონების ავტორი და ახალი ტექნიკის დანერგვის ინიციატორი, მათ შორის: პირველი ტელეგანზომილება ზაჰესიდან აქტიური დატვირთვის და ძაბვის მნიშვნელობების გადმოცემით თბილისში სადისპეტჩერო პუნქტზე (1935), გადადინების ავტომატური რეგულატორის დაყენება სისტემათაშორისო ელექტროგადამცემ ხაზზე (1956) და სხვ. გამოქვეყნებული აქვს სტატიები საკავშირო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ჟურნალებსა და გაზეთებში; ათეული წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში; 1940 წლიდან იყო საკავშირო ცენტრალური გამგეობის წარმომადგენელი, რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1955 წლიდან - საკავშირო ცენტრალური გამგეობის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.35; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 60-61 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |