Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ანდრო ენუქიძე
| Date of birth: | 9 January, 1965 (61 years) |
| Category: | Playwright, Filmmaker, Screenwriter |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძისა და თემურ ჩხეიძის სახელოსნო) 1987 წელს. არის ორმოცზე მეტი სპექტაკლის ავტორი, რომლებიც დადგმული აქვს რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, რუსთავის, ჭიათურის, გრიბოედოვის, "თეატრი ათონელზე", თავისუფალ და ბათუმის თეატრებში. აგრეთვე უცხოეთში: ოპულის კოხანოვსკის სახელობის, ქალაქ ვროცლავის სპულჩესნის, ნოვოსიბირსკის თეატრში "ძველი სახლი", ომსკის მეხუთე და ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრებში; საუკეთესო დადგმები: დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" (რუსთაველის თეატრი, 1994); "სოლომონი" (დავით კლდიაშვილის მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრი); ანტონ ჩეხოვის "ალუბლის ბაღი" (სპულჩესნის თეატრი); დავით კლდიაშვილის "მსხვერპლი" (მერაბ კოსატავს სახელობის თეატრი); ფრიდრიხ დიურენმატის "მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი" (რუსთავის თეატრი), 1990 წ. გადაღებული აქვს ფილმები: "ტურდეში მომხდარი ამბავი" (ხორხე ლუის ბორხესის მიხედვით, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1998); იუკიო მიშიმას "ჩემი მეგობარი ჰიტლერი" (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999); "წვრილვარსკვლავთა ღამე", ტელესერიალი (45 სერია, სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, კობა ცხაკაია, იოსებ მჭედლიშვილი, თანარეჟისორი: კობა ცხაკაია; საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი); 1999–2000წწ. დაწერილი აქვს პიესები და სცენარები: "ხვალ პრემიერაა" (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, მიხო მოსულიშვილთან თანაავტორობით, 1989); "მეცამეტე ექსპერიმენტული" (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, მიხო მოსულიშვილთან თანაავტორობით, 1991); "ქალები ნისლში" (1998); "ანგელოზი ჩემოდნით" (სცენარის სინოფსისი, ჟურნალი "ცისკარი", N5, 2002); По мотивам «Записок из мертвого дома» (в одном, а может, и в двух действиях, 2005); "Fast food" (საკუთარი პიესა, დაიდგა ავთანდილ ვარსიმაშვილის "თავისუფალ თეატრში" – 2010); ჯილდოები: საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის "ხვალ პრემიერაა" (თანაავტორი მ. მოსულიშვილი, 1989); საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის "მეცამეტე ექსპერიმენტული" (თანაავტორი მ. მოსულიშვილი, 1991); სპექტაკლისთვის "კაცია - ადამიანი?!" (დადგა რობერტ სტურუასთან ერთად); 2000 წელს გახდა რუსთავში გამართული თეატრალური ფესტივალის, "ოქროს ნიღაბის" ლაურეატი, ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა"; 2002-2005წწ. არის ტრაპიზონის შავი ზღვის აუზის ქვეყნების თეატრალური ფესტივალის ლაურეატი; 2005 წელს ქალაქ ნოვგოროდში, დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლისათვის მიენიჭა "გრან პრი"; სამხატვრო პოზიცია: 2014 წლიდან არის ხელმძღვანელი, რეჟისორი, დრამატურგი ბათუმის დრამატულ თეატრში.
წყარო: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი: batumitheatre.ge
|