The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსების და კრედიტის სპეციალობით, კვალიფიკაცია ეკონომისტი 1994 წელს; ამერიკული უნივერსიტეტი (ვაშინგტონი, აშშ) 2000 წელს; აშშ–ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი; მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში.

1993-1994წწ. მუშაობდა ეკონომიკური მიმომხილველად გაზეთ "ივერია ექსპრესი"-ში; 1994-1996წწ. მთავარი ეკონომისტად საქართველოს ეროვნული ბანკში; 1996-1998წწ. იყო ეკონომისტი საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში; ეკონომისტი, სტაჟიორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის II დეპარტამენტი (1999); 2000-2001წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფინანსთა სამინისტრო; 2001-2002 წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მთავრობის კანცელარია; 2002-2015წწ. უფროსი ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ვაშინგტონი, აშშ, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი; 2015–2016წწ. ეკონომიკური მრჩეველი "Galt & Taggart" (სს "საქართველოს ბანკი"); 2016 წლის მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;  "Global Finance" - მა კობა გვენეტაძე ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ ხუთჯერ დაასახელა  (2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში); არის მრავალი ნაშრომის ავტორი, მათ შორის: ნავთობით მოპოვებული დოვლათის მართვა: აზერბაიჯანის ქეისი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2004, თანაავტორი; ადგილობრივი ფასწარმოქმნა ენერგო პროდუქტებზე ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში: აზერბაიჯანის ქეისი. რჩეული სტატიები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2005, თანაავტორი; ერაყის ნავთობსექტორი: მოვლენები და პერსპექტივები ორმაგი შოკის შემდეგ. რჩეული სტატიები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF),2015. სამეცნიერო წოდება: ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი: nbg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი
  • საქართველოს ეროვნული ბანკი, საბჭოს თავმჯდომარე

გააზიარე: