Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ გედევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1940 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში. ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; 1944 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, დაინიშნა ტყვარჩელის გასამხედროებულ სამთომაშველთა ოცეულის უფროსად; 1945 წელს გადაყვანილ იქნა ამიერკავკასიის გასამხედროებულ სამთომაშველთა ნაწილის შტაბში, სადაც განვლო დიდი გზა რიგითი ინსპექტორიდან ამიერკავკასიის შტაბის უფროსამდე; 1951 წელს გადაიყვანეს სამთო-ტექნიკური ზედამხედველობის კომიტეტში, სადაც მუშაობდა 1961 წლამდე ჯერ სამთომაკონტროლებელ ინჟინრად, შემდეგ - ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1961 წელს საკავშირო ნახშირის მრეწველობის მინისტრის ბრძანებით კვლავ დააბრუნეს სამთომაშველთა სისტემაში და 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სამთომაშველთა სამსახურს; 1973-1976 და 1979-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტში ტექნიკური განყოფილების უფროსად. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამთომაშველთა სამსახურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, მონაწილეობდა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური სამთო საზოგადოების მუშაობაში. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, მრავალი ორდენი და მედალი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.41 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |