ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მაია ხაჯიშვილი
დაბადების თარიღი: | 30 დეკემბერი, 1979 (45 წლის) |
კატეგორია: | თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: დაბა ხელვაჩაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა 2004 წელს. კვალიფიკაცია - იურისტი; მაგისტრთან გათანაბრებული. 2004–2005წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 2005 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული განყოფილების უფროსი; 2005-2007წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2007–2008წწ. აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2010წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2011-2014წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი; 2014-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი; 2016-2017წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2018 წლის 1 იანვრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი; 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; პედაგოგიური გამოცდილება: 2012 წელი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერი; 2018-2019წწ. - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი (დისციპლინა: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, სამოხელეო სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი); 2018 წელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი (დისციპლინა: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა).
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: adjara.gov.ge; reginfo.ge
|