The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური გვარიშვილი

კუკური გვარიშვილი
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:2009  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა ბათუმის ელექტროტექნიკური ქარხნის მთავარ ინჟინრად; შემდეგ სამუშოდ გაგზავნილ იქნა ნორვეგიაში; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მომარაგება-გასაღების სახელმწიფო კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილედ. ღვაწლმოსილი ინჟინერი, ელექტროტექნიკური მრეწველობის თვალსაჩინო სპეციალისტი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.43-44


გააზიარე: