The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გურგენიძე

მიხეილ გურგენიძე
Date of birth:4 February, 1928  (97 years)
Category:Inventor, Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1950 წელს.

სამუშაოდ გააგზავნეს ქ. ლენინგრადში ელექტრომანქანათმშენებლობის გაერთიანება - "ელექტროსილაში", სადაც 1958 წლამდე გაიარა გზა ინჟინრიდან ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის გამგის მოადგილემდე; ამავე პერიოდში შეთავსებით მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ელექტროტექნიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე; 1958 წელს საქართველოში მაგისტრალური ელმავლის ათვისებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით იგი, როგორც ინჟინერი, მიიწვიეს თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში, სადაც 1963 წლამდე მუშაობდა ჯერ უფროს ოსტატად, შემდეგ კი - ელმავლების დაპროექტების სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში საკვლევი განყოფილების უფროსად; მან უშუალო მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული მაგისტრალური ელმავლების მშენებლობაში, გამოცდასა და სერიულ ათვისებაში; მისი თაოსნობით და ხელმძღვანელობით ქარხანაში შეიქმნა უნიკალური საგამოცდო ცენტრი ძრავებისათვის, რომელსაც დღესაც ანალოგი არ გააჩნია; 1963 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის დოცენტად; 1971 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა რკინიგზის ტრანსპორტზე ავტომატიკისა და კავშირგაბმულობის კათედრა, რომელსაც 1983 წლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა; 1983-1992წწ. იგი იყო სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი; 1992 წელს იგი საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრად დაინიშნა; შემდგომში იგი მოღვაწეობდა გამომცემლობა "ტექნიკური უნივერსიტეტის" დირექტორად; პარალელურად იყო მის მიერვე შექმნილი კათედრის პროფესორი. 81 სამეცნიერო ნაშრომის, 27 გამოგონების, 7 სასწავლო სახელმძღვანელოს და 4 მეთოდური მითითების ავტორია; სხვებთან ერთად პირველად შექმნა ქართულ ენაზე სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და კავშირგაბმულობის ტერმინოლოგია; მისი გამოგონებები ექსპონირებული იყო ესპანეთში, რუსეთში, ბულგარეთში, იგი არაერთგზის მონაწილეობდა სხვადასხვა სიმპოზიუმებსა და ფორუმებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.49-50; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

Bibliography


Share: