შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი 1979 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელის (НВИМУ) გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1992 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 1997 წელს. საზღვაო პრაქტიკა გაიარა გემებზე: «Профессор Аничков»-სა და «Профессор Кудревич»-ზე; პრაქტიკის შემდგომ ზღვაოსნობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე დაიწყო; 1980 წლიდან რიგით მატროსად ცურავდა გემებზე: «Пятидесятилетие Советской Грузии», «Аспиндза» და «Чкалов»-ი; მომდევნო წლებში კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე რანგის თანაშემწედ ცურავდა ტანკერებზე: «Форе Мосулишвили», «Давид Гурамишвили», «Василий Киквидзе», «Художник Пиросманашвили», «Кутаиси» და «Александр Корнейчук»-ი; გასული საუკუნის 90-იან წლებში, უკვე გამოცდილი შორეული ნაოსნობის შტურმანი კაპიტნის უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებს ტანკერებზე - «Tbilisi», «Batumi», «N. Dumbadze» და «Gelovani». 2005 წლიდან დამოუკიდებლად მეთაურობს არაერთი გემის ეკიპაჟს; შორეული ნაოსნობის კაპიტნად ცურავდა უცხოური დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე «King A»(ყოფილი-«Tbilisi») და «Vachnadze» (ყოფილი-«Нато Вачнадзе»); მომდევნო წლებში სანაოსნო კომპანია - "Columbia Shipmanagement"-ის გემების კაპიტანია. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |