The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ აბაშიძე

თემურ აბაშიძე
Date of birth:26 May, 1960  (64 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი 1979 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელის (НВИМУ) გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1992 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 1997 წელს.

საზღვაო პრაქტიკა გაიარა გემებზე: «Профессор Аничков»-სა და «Профессор Кудревич»-ზე; პრაქტიკის შემდგომ ზღვაოსნობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე დაიწყო; 1980 წლიდან რიგით მატროსად ცურავდა გემებზე: «Пятидесятилетие Советской Грузии», «Аспиндза» და «Чкалов»-ი; მომდევნო წლებში კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე რანგის თანაშემწედ ცურავდა ტანკერებზე: «Форе Мосулишвили», «Давид Гурамишвили», «Василий Киквидзе», «Художник Пиросманашвили», «Кутаиси» და «Александр Корнейчук»-ი; გასული საუკუნის 90-იან წლებში, უკვე გამოცდილი შორეული ნაოსნობის შტურმანი კაპიტნის უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებს ტანკერებზე - «Tbilisi», «Batumi», «N. Dumbadze» და «Gelovani». 2005 წლიდან დამოუკიდებლად მეთაურობს არაერთი გემის ეკიპაჟს; შორეული ნაოსნობის კაპიტნად ცურავდა უცხოური დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე «King A»(ყოფილი-«Tbilisi») და «Vachnadze» (ყოფილი-«Нато Вачнадзе»); მომდევნო წლებში სანაოსნო კომპანია - "Columbia Shipmanagement"-ის გემების კაპიტანია. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: