The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ დავითაშვილი

თეიმურაზ დავითაშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1919
გარდაცვ. თარიღი:2010  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1941 წელს.

გაიარა შრომითი საქმიანობის დიდი გზა თბილისის ჩარხსაშენებელი ქარხნის ტექნიკური სამსახურის კონტროლიორიდან - მინისტრამდე. 1952-1988წწ. იყო საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრი. მისი 36 წლის მინისტრობის პერიოდში ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში ამოქმედდა 200-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საწარმო, ავტოსარემონტო ქარხანა და დარგის სხვა თანმხლები ობიექტი; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის უცვლელი თავმჯდომარე; დიდი წვლილი მიუძღვის საავტომობილო დარგის პროფესიონალ ხელმძღვანელ მუშაკთა პლეადის აღზრდაში. საავტომობილო ტრანსპორტის დარგის სპეციალისტი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.53; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.414

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ავტოტრანსპორტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და ამ დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: