The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა მარღია

ელგუჯა მარღია
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლია, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1990 წელს; არის აკადემია "ველესას" ადმინისტრირებული ცენტრის სერთიფიცირებული სპეციალისტი "საკადრო მუშაობის საფუძვლებში" (2005).
1978 წლიდან იბეჭდება მისი ლექსები და თარგმანები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში: ("პირველი სხივი", "ცისკარი", "მნათობი", "ნობათი", "ლიტერატურული საქართველო", "რუბიკონი", "მესამე გზა", "სიტყვა" და ა.შ.); 1985-1988წწ. მუშაობდა გაზეთ "ქართული ქრონიკის" რედაქტორის მოადგილედ; 1986-1989წწ. იყო ლიტერატურულ – პუბლიცისტურ ჟურნალ "ფენიქსის" ლიტმუშაკი; 1990-1991წწ. ახალგაზრდა ლიტერატორთა ცენტრის გაზეთ "მესამე გზის "რედაქციის ლიტმუშაკი; 1991-1992წწ. გაზეთ "მესამე გზის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996წწ.  ლიტერატორთა რესპუბლიკური ცენტრის შემოქმედებითი სექტორის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან აქვს საავტორო რუბრიკა "ადამიანი + ბუნება"; 1998 გადაცემათა ციკლი "ენგურჰესის ისტორია"; 1996-2004 რამდენიმე ასეული სიუჟეტი სხვადასხვა თემაზე. 1996-1997წწ. ჟურნალ "ცისკრის" ლიტმუშაკი; 1997-2001წწ. გაზეთ "კრიმინალური ქრონიკის" კორესპონდენტი; 2001-2004წწ. საქტელერადიომაუწყებლობის სტუდია "პუბლიცისტის" პოლიტიკური მიმომხილველი; 2004 წელს  საქტელერადიომაუწყებლობის შ/გ "ალიონის" კორესპონდენტი; 2004 შ/გ "ალიონის" რედაქტორი; 2004 შ/გ "ალიონის" კოორდინატორი; 2004-2011წწ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი "ქართული ბრენდის" მთავარი რედაქტორი; 2010-2011წწ. ჟურნალ "ცისკრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი; მიღებული აქვს ჯილდოები: საქართველოს მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პირველი პრემია ჟურნალ "ცისკრის" რედაქციის წარდგინებით 1992 წელს; თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა საზოგადოება "ბესტსელერის" ლიტერატურული მეორე პრემია; 2007 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პირველი პრემია; მან 2003 წელს მანანა გეგიძესთან ერთად დააფუძნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი", რომლის ბაზაზეც შეიქმნა საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Brand News, რომელიც ატარებს ხოლმე ყოველწლიურ კონკურსს "ქართული ბრენდის დღე"; 2013 წელს გამოსცა 230 გარდაცვლილი ავტორის პოეზიის, პროზის, თარგმანების, ესეების, წერილების სამტომეული, სახელწოდებით "ხსოვნის ნათელი"; 2018 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს მიუძღვნა ელგუჯა მარღიას რობაიების მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!" (ინსცენირება იოსებ ჭუმბურიძისა).
წყარო: ლიტერატურული კლუბი:  biblioteka.litklubi.ge; ბურუსი: burusi.wordpress.com; საინფორმაციო ანალიტიკური პირტალი Brand News: web.archive.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირი, წევრი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - მუხრან მაჭვარიანის სახელობის ლიტერატურულ კონკურსი "პოეტური მინიატურები", მეორე ადგილი
  • 2017 - ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის "თბილისის" დიპლომი , ფინალისტი
    წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოებისათვის
  • 2017 - "წმინდა ნინოს ჯვარი", მთავარი პრიზი, ქრისტიანული პოეზიის მეშვიდე ფესტივალზე
    ლექსისათვის "ენდალმა"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: