The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო მირიანაშვილი

ანდრო მირიანაშვილი
Date of birth:1927
Date of death:1991  (at 64 years)
Category:Literary scholar, Explorer, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.

იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. არის გიორგი ლეონიძის, ალექსანდრე აბაშელის, მიხეილ ჯავახიშვილის და იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების შესახებ მონოგრაფიული გამოკვლევების ავტორი, გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული წერილები. გამოუქვეყნებელი დარჩა ორი მონოგრაფია - "შიო არაგვისპირელი" და "ვასილ ბარნოვი". ანდრო მირიანაშვილი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, სხვადასხვა დროს კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტებში. მონაწილეობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის მეხუთე ტომის შედგენასა და გამოქვეყნებაში.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.404

Bibliography


Share: