შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ნატროშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1931 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ ზემო ალვანის სკოლაში მასწავლებლად. 1936 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს კადრების განყოფილების გამგედ. 1937 წლიდან ილია ნატროშვილი იყო გაზეთ "საბჭოთა მასწავლებლის" რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი. 1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ რადიოკომიტეტში ჯერ პოლიტიკურ გადაცემათა მთავარ რედაქტორად, ხოლო შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ. 1944 წელს კვალიფიკაცის ამაღლების მიზნით, მიავლინეს სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მსახურობდა საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1947 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სამართლის კათედრაზე ასისტენტად, 1953 წლიდან იყო ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი. 1946-1953წწ. ილია ნატროშვილი იყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორის მოადგილე, 1954-1957წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" რედაქტორი. არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მრავალი საგაზეთო სტატიის ავტორი, ქართული ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის შესახებ გამოქვეყნებული აქვს ვრცელი მონოგრაფია - "საბჭოთა ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის სახელმძღვანელო". ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, ათეული წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს საბჭოთა ჟურნალისტიკის თეორიასა და პრაქტიკაში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1951 წელს, ხოლო 1964 წელს სადოქტორო. პროფესორი (1969). ორჯერ იყო არჩეული თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.408 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |