The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დურმიშხან ჩიტაშვილი

დურმიშხან ჩიტაშვილი
Date of birth:6 May, 1933  (91 years)
Category:Scientist, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი.

1951 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ფილიალის თელავის საბუღალტრო სასწავლებელში. 1953-1954წწ. სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში, შემდეგ მუშაობდა ამავე ინსტიტუტში სასწავლო ნაწილის ინსპექტორად. 1958 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტურაში სპორტის ფიზიოლოგიის მიმართულებით. 1961 წელს მუშაობა დაიწყო ფიზიოლოგიის კათედრაზე ჯერ მასწავლებლად, შემდეგ 1968-1972წწ. უფროს მასწავლებლად. 1972 წლიდან იყო ამავე კათედრის დოცენტი, 1981-1991წწ. კათედრის გამგე, ხოლო 1996 წლიდან პროფესორი. 1976-1978წწ. იყო ინსტიტუტის პრორექტორი აღმზრდელობით დარგში, 1980-1999წწ. მწვრნთელთა ფაკულტეტის დეკანი, 1999 წლიდან  მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში პრორექტორად სასწავლო დარგში. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, არის მრავალი საერთაშორის სამეცნიერო ყრილობისა და სიმპოზიუმის მონაწილე. 1964 წლიდან, როგორც მეცნიერ-კონსულტანტი მუშაობდა საქართველოს სპორტის სხვადასხვა სახეობაში (კრივი, ფარიკაობა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა, ძიუდო). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1971 წელს, სადოქტორო 1996 წელს.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.417; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.294

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამეცნიერო-პედაგოგიურ და ორგანიზაციულ მუშაობაში გაწეული ღვაწლისათვის

Bibliography


Share: