შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ხარატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მათემატიკური და საანგარიშო-გამომთვლელი ხელსაწყოებისა და მოწყობილობების ფაკულტეტი 1960 წელს. 1965 წელს დაამთავრა ლენინგრადის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1985 წელს მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1970 წელს ნოდარ ხარატიშვილმა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დააარსა მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრა, რომელსაც 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1972 წელს ამ კათედრის ბაზაზე მისი აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბდა კავშირგაბმულობის ფაკულტეტი და შეიქმნა საკავშირო დაქვემდებარების ციფრული სიგნალების გადაცემის დარგობრივი ლაბორატორია, რომლის ბაზაზე ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო სემინარი და სიმპოზიუმი (1977,1980, 1983, 1989). ნოდარ ხარატიშვილმა შექმნა სამეცნიერო სკოლა, სადაც მუშაობა მიმდინარეობდა გამოსახულების ციფრული კოდირებისა და დამუშავების სისტემების როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე. აქ შექმნილმა აპარატურამ ინტერკოსმოსის პროგრამით გათვალისწინებულ ექსპერიმენტში 1985 წელს გამოცდა გაიარა ქ. დუბნაში და პირველად, ყოფილი სსრკ ისტორიაში სამაუწყებლო ფერადი ტელევიზიის სიგნალი ციფრული ფორმით გადაიცა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრით. იყო მრავალი საერთაშორისო სემინარისა და სიმპოზიუმის წევრი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ხელმძღვანელი; კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ატარებდა ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, იყო გაეროს კოსმოსური კავშირგაბმულობის საერთაშორისო სკოლა-სემინარის ხელმძღვანელის მოადგილე. ნოდარ ხარატიშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია მრავალი დისერტაცია, მიღებული აქვს 28 საავტორო მოწმობა. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია უცხეთის სამეცნიერო ჟურნალებში. ნოდარ ხარატიშვილის ხელმძღვანელობით შესრულებულ სამეცნიერო ნამუშევართა ციკლისათვის 1986 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა დაიმსახურა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ხოლო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომი დაჯილდოვდა საკავშირო კონკურსის ოქროს მედლით. ნოდარ ხარატიშვილმა 1988 წელს პორველად შექმნა რეგიონული (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) სამეცნიერო ხარისხების მინიჭების სპეციალიზირებული საბჭო, ხოლო 1991 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასეთივე საბჭო კავშირგაბმულობის დარგში, რომლის თავმჯდომარეც იყო. 1990-1992წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. მისი თაოსნობით 1991 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე გაიხსნა ინგლისური სექტორი. 1992-1998წწ. იყო საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი. ამ პერიოდში მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს ტელეკომი, საქართველო გახდა კავშირგაბმულობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და მიენიჭა საერთაშორისო სატელეფონო კოდი (995), საქართველო გაწევრიანდა თანამგზავრული კავშირგაბმულობის ორგანიზაციებში - იუტელსატსა და ინტერსპუტნიკში. 1999 წელს ნიუ-იორკში გამოცემულ წიგნში "მსოფლიოში აღიარებული ლიდერები" შეტანილია ნოდარ ხარატიშვილის ბიოგრაფია. მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის - "ლიდერის დიპლომი", აშშ-ს ბიოგრაფიის ინსტიტუტის - გამოჩენილი მოღვაწის წოდება (1998). დოცენტი (1966), პროფესორი (1986). წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.430 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |