The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ შამუგია

ოთარ შამუგია
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი 1998 წელს,  ეკონომისტი, მაგისტრთან გათანაბრებული.

11.2019 - 12.2020 ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტო", დირექტორის პირველი მოადგილე; 1998-1999წწ. იყო საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 1999-2004წწ. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი (მთავარი ბუღალტერი); 2004-2005წწ. ქონების მართვის სამსახურის უფროსი, შპს "საქართველოს რკინიგზა"; 2005-2006წწ. შპს საკონსულტაციო ჯგუფის ფინანსური დირექტორი; 02.2006-07.2006წწ. შპს რეალ ქონსალტინგის ფინანსური დირექტორი; 2006-2007წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო სამსახურის უფროსი (მთავარი ბუღალტერი); 2007-2011წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინასო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი; 2011-2017წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 01.2017-06.2017წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; 2017-2018წწ. ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" დირექტორის მოადგილე; 08.2018-08.2018წწ. შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი; 08.2019-11.2019წწ. ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" დირექტორი; 2020-2022წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 2022 წლის 9 დეკემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრად დაინიშნა.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: mepa.gov.ge


გააზიარე: