შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ვადაჭკორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. ჭანჭათი, ლანჩხუთის რ-ნი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1942 წელს. 1942-1947წწ. - თბილისის საავიაციო ქარხანა - ოსტატის თანაშემწე, ოსტატი, ცვლის უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე, 1947-1950წწ. - საამქროს უფროსი; 1950 წელს ჩაირიცხა მსმენელად მოსკოვის საავიაციო მრეწველობის აკადემიაში თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა თბილისის საავიაციო ქარხანას და დანიშნულ იქნა ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ; 1952-1955წწ. - ქუთაისის მანქანათმშენებლობის ქარხნის დირექტორი; 1955-1957წწ. - ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე; 1957-1966წწ. - საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს კპ ცკ-ის მანქანათმშენებლობისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსი; 1966-1971წწ. - საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრი; 1971-1990წწ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. წლების მანძილზე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 30-იანი, 40-იანი და 50-იანი წლების რეპრესირებულთა და მათი უფლებების აღდგენის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისიის თავმჯდომარე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 5 გამოგონების ავტორი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი ინჟინერ-მექანიკოსი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.63-64 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |