The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ვადაჭკორია

ვალერიან ვადაჭკორია
Date of birth:9 December, 1919
Date of death:2 March, 1996  (at 76 years)
Category:Inventor, Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. ჭანჭათი, ლანჩხუთის რ-ნი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1942 წელს.

1942-1947წწ. - თბილისის საავიაციო ქარხანა - ოსტატის თანაშემწე, ოსტატი, ცვლის უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე, 1947-1950წწ. - საამქროს უფროსი; 1950 წელს ჩაირიცხა მსმენელად მოსკოვის საავიაციო მრეწველობის აკადემიაში თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა თბილისის საავიაციო ქარხანას და დანიშნულ იქნა ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ; 1952-1955წწ. - ქუთაისის მანქანათმშენებლობის ქარხნის დირექტორი; 1955-1957წწ. - ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე; 1957-1966წწ. - საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს კპ ცკ-ის მანქანათმშენებლობისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსი; 1966-1971წწ. - საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრი; 1971-1990წწ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. წლების მანძილზე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 30-იანი, 40-იანი და 50-იანი წლების რეპრესირებულთა და მათი უფლებების აღდგენის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისიის თავმჯდომარე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 5 გამოგონების ავტორი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი ინჟინერ-მექანიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.63-64

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: