The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ვარდოსანიძე

გრიგოლ ვარდოსანიძე
Date of birth:1911
Date of death:16 July, 1983  (at 72 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ქუთაისის მაზრა (ახ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

შრომითი საქმიანობა 1929 წლიდან დაიწყო. ამიერკავკასიის საგზაო მიმოსვლის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი ჩაერთო ამიერკავკასიის სარკინიგზო ქსელის მშენებლობა-განვითარების საქმიანობაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიგზავნა ქ. ძაუჯიყაუში (ამჟამად - ვლადიკავკაზი) ჩრდილოკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილედ და, პარალელურად, სამხედრო-აღდგენითი სამსახურის უფროსად; ომის დამთავრებისთნავე იგი დაბრუნდა საქართველოში და მუშობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სოხუმის განყოფილების უფროსად; 1953 წლიდან იყო ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე ლიანდაგისა და მშენებლობის დარგში; 1955 წელს დაინიშნა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის უფროსად, სადაც ადმინისტრაციულ სამუშაოს ლექციების კურსის წაკითხვას უთავსებდა; 1959 წელს, ამ ინსტიტუტის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ, იგი დაუბრუნდა პრაქტიკულ საქმიანობას და პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად. ამ პერიოდში ის ხელმძღვანელობდა როგორც რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლას; პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებას და სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა საკონსულტაციო სამუშაოებს ჩვენი რკინიგზის ტრანსპორტის განვითარების სფეროში. დაჯილდოებულია რამდენიმე საბრძოლო ორდენითა და მედლით.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.66-67


Share: