The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი დიასამიძე

აკაკი დიასამიძე
სხვა სახელი:კაკო დიასამიძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი 1972 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საიმჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 1995 წელს. 

კურსანტობის პერიოდში საზღვაო-საცურაო პრაქტიკები გაიარა თბომავალ «ვასილ კოლაროვზე» და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს  ტანკერებზე: «მაშტაგზე», «ჩარჯოუზე» და «ქარელზე»; 1972 წელს, სასწავლებლის დასრულებისთანავე ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «ნეფტეგორსკზე» დაიწყო; მომდევნო წლებში შტურმანად და კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა ტანკერებზე «სამტრედია», «ალექსეევკა», «ახალციხე», «აქტაუ», «ასპინძა», «ბოლშევიკი კამო»  და «დავით ბაქრაძე», 1988 წელს კი ტანკერ «აკადემიკოს უზნაძის» კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა; 1995 წელს კაპიტნობა პირველად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ყოფილ ტანკერ «აკადემიკოს უზნაძეზე», იმ დროს უკვე მალტის დროშის ქვეშ მცურავი ჩაიბარა; იგი მეთაურობდა სანაოსნო კომპანია «ადჯარ შიფინგის» კუთვნილ ტანკერებს - «გონიოსა» და «ქობულეთის» ეკიპაჟებს; 1999 წლიდან გერმანული სანაოსნო კომპანია «კოლუმბია შიფმენეჯმენტის» მოქმედი კაპიტანია. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

გააზიარე: