Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა მაკარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგია-ისტორიის ფაკულტეტი 1960 წელს. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემდეგ სოფელ ოლადაურის სკოლაში განაგრძო პედაგოგიური მუშაობა; თხუტმეტი წელი ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას, რის შემდეგაც ის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გახდა. 1982 წლიდან იყო ამავე სკოლის დირექტორი; პედაგოგიური მუშაობის პარალელურად აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც ეწეოდა; გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი პუბლიცისტური და მეთოდური ხასიათის წერილი, რომელთა უმრავლესობა სწავლებისა და აღზრდის საკითხებს ეხება; იგი ყოველწლიურად მონაწილეობდა რაიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ "პედაგოგიურ კითხვაში"; სამეცნიერო-კვლევითი, პუბლიცისტური და ესეისტური ხასიათის მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება წიგნი "ჩემო სკოლავ, მაღალ მთაზე ტაძარივით დადგმულო", რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა; მისი ინიციატივით სკოლასთან შეიქმნა ოლადაურის ეთნოგრაფიული მუზეუმი, იგი თავად ხელმძღვანელობდა მუზეუმის სამეცნიერო საბოჭოს მუშაობას და აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს; დაჯილდოებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და განათლების სამინისტროს საპატიო სიგელებითა და დიპლომებით. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |