The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით იაკობაშვილი

დავით იაკობაშვილი
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამშენებლო ფაკულტეტი.

არის შპს "ორიონსერვის"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, შპს "პეტროკას ენერჯი ჰოლდინგი"-ის თანამფლობელი, სააქციო-საფინანსო კორპორაცია "სისტემა"-ს დირექტორთა საბჭოს წევრი; იგი ასევე არაერთი ცნობილი რუსული და საერთაშორისო ოგრანიზაციის მმართველი ორგანოების წევრია; არის რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი ბიუროს წევრი, ამ კავშირის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და დემოგრაფიული პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეთიკის გაერთიანებული კომისიის თავმჯდომარე, ასევე „ბ20“ მიზნობრივი ჯგუფის თავმჯდომარე, რომლის მიზანიცაა - სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, ინვესტიციები ადამიანურ რესურსში; იგი რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი ორგანოს წევრიცაა, რუსულ-ამერიკული ბიზნეს თანამშრომლობის საბჭოს პრეზიდენტი, ორგანიზაცია "რუსბრენდ"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, შპს "საქმიანი რუსეთი"-ს გენერალური საბჭოს წევრი, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წევრი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტის საერთაშორისო საბჭოს წევრი; რუსეთის კულტურის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ინტელექტუალური საკუთრების საკოორდინაციო საბჭოს წევრი; დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ზარდახშების მოყვარულთა საზოგადოების აქტიური წევრი; ის მრავალი საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო საზოგადოებისა თუ ორგანიზაციის დამაარსებელი და სამეურვეო საბჭოს წევრია: მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის სტიპენდიის ფონდის, საქველმოქმედო საზოგადოებისა "მარიამ", ბავშვთა სახლის "საოჯახო აღზრდის პანსიონი", შეჭირვებულ და რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ბავშვთა დახმარების ფონდის, სახელმწიფო ერმიტაჟის, რუსეთის ხელოვნებისა და ხელნაკეთობების მუზეუმის, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის, რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირთან არსებული ბიზნეს სკოლისა, და რუსეთის სამხედრო ისტორიის საზოგადოებისა; თბილისში სახელმწიფო სოციალური პროექტებში ფინანსური თანამონაწილეობა: მხარდაჭერა ახალგაზრდა მეცნიერებისა, რომლებიც ნერგავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს სასოფლო-სამეურნეო სფეროში (პროექტი ხორციელდება საპატრიარქოსთან ერთად); ახალგაზრდა თაობაში ფილოსოფიური ცოდნის გაღრმავების პროგრამა; ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა; ბათუმში ფინანსური მხარდაჭერა პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში უპატრონო, ქუჩის ძაღლების გადარჩენას და მათთვის თავშესაფრის აშენებას; ის ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერია - მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების, საათებისა და ზარდახშების, რუსული ბრინჯაოს ნაკეთობების, მხატვრული ვერცხლის, რუსული და დასავლეთ-ევროპული ხელნაკეთი ნივთებისა; მის მიერ შეგროვილი კოლექცია - ესაა ხანგრძლივი მუშაობის შედეგი, რომელიც მოიცავდა ცნობილ მხატვართა და სკულპტორთა ხელოვნების ნიმუშების მოძიებას, მათ ატრიბუციას და რესტავრაციას. ეს კოლექცია მუდმივად ახლდება და ივსება ახალ-ახალი უნიკალური ნიმუშებით რუსეთისა და უცხოეთის კერძო კოლექციებიდან; კოლექცია ითვლის ათი ათასზე მეტ ნივთს, მათ შორის არის რარიტეტებიც, რომელიც მხოლოდ ამ კოლექციაში ერთ ეგზემპლარად ინახება; დაჯილდოებულია მედლით "მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად", რუსეთის ფედერაციის მთავრობის მადლიერების სიგელით ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, და ასევე ევროპის საბჭოსგან მიღებული აქვს დამსახურების მედალი (Pro Merito Medal); იგი დასახელებულია "2001 წლის პერსონად" (რუსეთის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ), "2002 წლის პერსონად" ("როსბიზნესკონსალტინგ"-ის მიერ) და "2003 წლის ბიზნესმენი" ("ერნსტ ენდ იანგი"-ს მიერ); 2008 წელს მიიღო სამახსოვრო სიგელი კორპორატიული მართვის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და დასახელდა საუკეთესო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ("დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის" მიერ); 2012 წელს, გამომცემლობა "კომერსანტ"-მა მიანიჭა მას პრემია ერთდროულად ორ ნომინაციაში: "წარმატება" და "დარბაზის არჩევანი"; 2013 წელს, "ბ20"-ის სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრის ორგანიზება-ჩატარებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მადლობა გადაუხადა; მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს "ვიმ-ბილ-დან"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 2001-2010წწ. კომპანიის სს "ვიმ-ბილ-დან" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

წყარო:  forbes.ru


გააზიარე: