შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კილაძე![]()
ბიოგრაფიაგანათლება არ მიუღია; 1905 წლის თებერვალში შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში; 1903-1904წწ. მუშაობდა ქ. ფოთში ტუღუშის სტამბაში; 1904 წლის სექტემბრიდან 1905 წლამდე ფოთის პორტში მტვირთავად; 1905 წელს ხელმძღვანელობდა რსდმპ მებრძოლთა რაზმს, რომელიც გაგზავნილ იქნა სოჭში შეიარაღებული აჯანყების დასახმარებლად; 1905-1907წწ. იმყოფებოდა ფოთსა და ბაქოში არალეგალურ მდგომარეობაში; 1906-1907წწ. იყო რსდმპ-ს ბაქოს საბრძოლო ორგანიზაციის წევრი და მონაწილეობას იღებდა სპარსეთის აჯანყებაში; 1907 წლის აგვისტოში რსდმპ-ს დავალებით ეკატერინოდარში (ქ. კრასნოდარი) გაემგზავრა, სადაც 9 სექტემბერს დააპატიმრეს; თბილისის სასამართლო პალატამ და სამხედრო-სამხარეო სასამართლომ მას კატორღა მიუსაჯა; 1907-1917წწ. გადასახლებაში იმყოფებოდა ენისელის გუბერნიის კანის მაზრაში, სადაც აგურისა და ლუდსახარშ ქარხნებში შავ მუშად მუშაობდა; 1917 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე ქ. ბაქოში საგამოძიებო კომისიის წევრი იყო; 1917-1918წწ. ბაქოს დაცვის მფრინავი რაზმის უფროსის თანაშემწე; 1918 წლის მარტიდან მაისამდე ტუბერკულიოზისგან მკურნალობდა ფოთში; ამავე წელს იყო რკპ (ბ) ფოთის იატაკქვეშა საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე; 1919-1920წწ. რკპ (ბ) ქუთაისის იატაკქვეშა საგუბერნიო კომიტეტის წევრი; ხელისუფლების მიერ ორჯერ იქნა დაპატიმრებული; 1920-1921წწ. იყო სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც საქართველოში აჯანყებას ამზადებდა; 1921-1922წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სატყეო კომიტეტის კოლეგიის წევრი გახლდათ; 1922 წელს თბილისში ტრესტის მმართველად მუშაობდა; 1922 წლიდა 1924 წლის ივლისამდე იყო საქართველოს საგანგებო კომისიის თანამშრომელი; 1924 წლის ივლისიდან 1924 წლის 30 ოქტომბრამდე აჭარის ასსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსი; 1924 წლის ივლისიდან 1925 წლის ნოემბრამდე აჭარის ასსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომერის მოადგილე; 1925 წლის ნოემბრიდან 1926 წლის სექტემბრამდე ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიების კოლეგიასთან არსებული განსაკუთრებული რწმუნებული; 1925-1926წწ. საკავშირო კპ(ბ) ცკ-ს დავალებით თურქეთში იმყოფებოდა; 1926 წლის სექტემბრიდან 1928 წლის ივნისამდე იყო ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს უფროსი; 1928 წლის 17 ივნისიდან 1930 წლის აპრილამდე აჭარის ასსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე; 1930 წლის 12 მაისიდან აგვისტომდე სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თბილისის სამხარეო განყოფილების უფროსი; 1930 წლის 23 სექტემბრიდან 1931 წლის 27 სექტემბრამდე გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი; 1931 წლის 27 სექტემბრიდან 1931 წლის 11 ნოემბრამდე გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში საერთო განყოფილების უფროსი; 1931 წლის 11 ნოემბრიდან 1933 წლის 10 აპრილამდე გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1932 წლის თებერვლიდან 1933 წლის 8 აპრილამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის წევრი; 1933 წლის 10 აპრილიდა 1934 წლის 10 ივლისამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე; ამავე დროს ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე; 1934 წლის 15 ივლისიდან 11 ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქართველოს სამმართველოს უფროსი; 1935 წლიდან 1936 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული საბჭოთა კავშირის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულის მოადგილედ; 1935 წლის აგვისტოდან 1937 წლამდე საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული საბჭოთა კავშირის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულად; დაჯილდოებულია საკავშირო საგანგებო კომისიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საპატიო მუშაკის ნიშნით; დავით კილაძე 1937 წლის 4 ოქტომბერს დახვრიტეს. წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.52-53; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |