შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2004 წელს. 2001-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის სპეციალისტი; 2003-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2005-2006წწ. თბილისის მერიის კანონიერების დაცვის გენინსპექციის უფროსი; 2007 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსის მოადგილე; 2007-2009წწ. შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურორი; 2009-2010წწ. თბილისის მთავარი პროკურორი; 2010-2012წწ. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე; 2012-2015წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2015-2016წწ. უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე. მინიჭებული აქვს იუსტიციის უმცროსი სახელმწიფო მრჩევლის წოდება. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 308 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |