The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1981  (42 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2004 წელს.

2001-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის სპეციალისტი; 2003-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2005-2006წწ. თბილისის მერიის კანონიერების დაცვის გენინსპექციის უფროსი; 2007 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსის მოადგილე; 2007-2009წწ. შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურორი; 2009-2010წწ. თბილისის მთავარი პროკურორი; 2010-2012წწ. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე; 2012-2015წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2015-2016წწ. უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე. მინიჭებული აქვს იუსტიციის უმცროსი სახელმწიფო მრჩევლის წოდება.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 308

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტი, წევრი (2013-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2015)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ღირსების ორდენი

გააზიარე: