შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გორდი ვერბეცკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-1949წწ. მუშაობდა მდ. ტეხურაზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; ამავე პერიოდში მუშაობდა ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის ცენტრალური ბეტონის ლაბორატორიაში; 1949-1951წწ. სწავლობდა თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1954 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1982 წელს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1962 წელს ენგურ-ჰესის საკვლევ პოლიგონზე დაბა ჯვართან, მისი ხელმძღვანელობით, შესრულდა მეტად მნიშვნელოვანი საველე-ექსპერიმენტული სამუშაო; 1969 წელს დაინიშნა ახლად შექმნილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ხანგამძლეობის ლაბორატორიის გამგედ. მან გამოიკვლია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ბზარების წარმოქმნა და მათი შემდგომი გახსნის კანონზომიერება ჰიდროტექნიკური ბეტონისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში; ბზარების გახსნის ლიმიტირებული სიდიდეების დადგენა; ფილტრაციული მოვლენების განვითარება ბეტონისა და რკინა-ბეტონის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში; ფილტრაციის დასაშვები სიდიდეების დადგენა; ჰიდროტექნიკური ბეტონისა და რკინა-ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გამოკვლევა და სხვ. მისმა შრომებმა პრაქტიკული გამოყენება პოვა კახოვკის (უკრაინა), გუმათის, ლაჯანურის, ჩირკეის (რუსეთი), ენგურის ჰესების მშენებლობისა და გამოკვლევების საქმეში; მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სანკტ-პეტერბურგის წყალდიდობისაგან დამცავი დამბის დაპროექტებასა და გამოკვლევაში; 1966-1985წწ. მონაწილეობდა სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს თემატიკის დამუშავებაში ჰიდროტექნიკური ნაგებობების ხაზით. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია; მრავალი სამეციერო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილეა. აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა; წლების განმავლობაში იყო მაღალი კაშხალების საერთაშორისო კომისიის სსრკ-ის ეროვნული კომიტეტისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების გაანგარიშების საუწყებათაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის წევრი. საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.69-70; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.226 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |