შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ვოინიჩ–სიანოჟენცკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს; თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა - 1955 წელს. 1954-1978წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ; პარალელურად სხვადასხვა წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საპროექტო ინსტიტუტ "საქსასწყალპროექტში", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ოკეანოლოგიისა და ჰიდრავლიკის კათედრების პროფესორად; 1978 წელს გადავიდა მოსკოვში სსრკ-ის სახმშენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1980 წელს ჩამოაყალიბა ინსტიტუტის თბილისის განყოფილება "თბილწყალგეო". მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ჰიდრავლიკის, ჰიდრომექანიკისა და ჰიდროლოგიის თითქმის ყველა მიმართულებას; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი წყლის დინებების აერაციისა და მდგრადობის, კალაპოტური პროცესების დინამიკის, ზღვის სანაპირო არეებისა და მდინარეთა შესართავი უბნებისა და წყალსაცავების ჰიდროდინამიკის, ჰიდროეკოლოგიის, მორფოდინამიკის და მრავალი სხვა მეცნიერული მიმართულების პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაში. არის ორასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი; მონაწილეობდა ჰიდრავლიკური კვლევების საერთაშორისო ასოციაციის მრავალი კონგრესის მუშაობაში; ხშირად იწვევდნენ საზღვარგარეთ მშენებარე ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებზე კონსულტანტად; მოღვაწეობდა მოსკოვში და ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.72-73 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |