Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თურქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროინჟინრის კვალიფიკაციით 1930 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდროენერგოპროექტის სისტემაში ინჟინერ-დამპროექტებლად; 1934 წელს გადავიდა საქენერგოს ცენტრალურ ლაბორატორიაში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. მისი მოღვაწეობა მთლიანად დაუკავშირდა საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების საქმეს. 1935 წელს იგი დაინიშნა საქენერგოს რელეური დაცვის ცენტრალური სამსახურის უფროსად. ამ თანამდებობაზე მუშობისას მან გადაწყვიტა იმ დროისთვის ურთულესი ელექტროტექნიკური ამოცანები, რაც დაკავშირებული იყო დაცვების რეკონსტრუქციასა და მისი ექსპლუატაქციის კულტურის ამაღლებასთან; 1947 წელს გადაყვანილ იქნა საქმთავარენერგოს ცენტრალური ლაბორატორიის მთავარ ინჟინრად, სადაც 21 წლის მანძილზე მოღვაწეობდა. მისი ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით განხორციელდა საქართველოს მთელი რიგი ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების ელექტრული ნაწილის სამონტაჟო-გამშვები სამუშაოები, დაინერგა ენერგოსისტემების ობიექტების ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია; საქმთავარენერგოს მთელი რიგი ჰიდროსადგურების კომპლექსური ავტომატიზაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა მორიგე პერსონალის გარეშე ამ სადგურების მუშაობა, რაც იმ დროისათვის მნიშვნელოვანი საინჟინრო-ტექნიკური მიღწევა იყო. მას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის საქართველოს ელექტროსისტემის მუშაობის ნორმალური რეჟიმების დარღვევისას სისტემაში წარმოშობილი პროცესების დროული აღკვეთისა და სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის საქმეში. მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მის მიერ დამუშავებული საინჟინრო-ტექნიკური მეთოდები შესულია სახელმძღვანელოებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი ენერგეტიკოსი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.78-80 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |