Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი თუმანიშვილი![]()
Biography1933 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრას, რომელიც ამავე წელს ცენტრალური ელექტროსადგურების კათედრას გამოეყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კათედრას. მისი სადისერტაციო ნაშრომი წარმოადგენდა საქართველოში ელექტროენერგეტიკის დარგში დაცულ პირველ სამეცნიერო დისერტაციას; დისერტაციის დაცვის შემდეგ, რამდენიმე ხანში, მას დოცენტის წოდება მიენიჭა. დიდია მისი ღვაწლი სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის ჩამოყალიბებისა და სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. მისი ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოები "ელექტროგანათების ტექნიკა" - 1938 წელი; "ელექტრული ამძრავის თეორიული საფუძვლები" I ნაწ. - 1941 წელი; "ლუმინისცენტური ნათურები და მათი გამოყენება" - 1949 წელი. გამოჩენილი ენერგეტიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრანსფორმატორების გახურება პირდაპირი მზის სხივებით", დაიცვა 1939 წელს. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.80 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |