შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ კერვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სორი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1955წწ. მუშაობდა ვორონეჟის ელექტრომექანიკურ ქარხანაში; 1955-1958 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1958-1961წწ. სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო-მექანიკის, ხოლო 1961 წლიდან - თბილისის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტებში; 1962 წლიდან მთელი თავისი საქმიანობა მთლიანად დაუკავშირა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს; 1964 წელს მიენიჭა დოცენტის, 1981 წელს - პროფესორის წოდება; 1966 წელს იგი დაინიშნა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1968 წელს აირჩიეს ამავე ფაკულტეტის დეკანად. მან დიდი ღვაწლი დასდო ენერგეტიკის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სრულყოფილად მართვის უმნიშვნელოვანეს საქმეს; 1969-1995წწ. იყო "სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის" კათედრის გამგე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, 10-ზე მეტი მონოგრაფიის და სახელმძღვანელოების ავტორი. ენერგეტიკის დარგის ცნობილი მოღვაწე. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.86-88; საქართველოს ენერგეტიკოსები, ტ.2. - თბ., 2010. - გვ.163; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |