The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კვერნაძე

გურამ კვერნაძე
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2010  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

მუშაობა დაიწყო ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; შემდგომში საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში; მოღვაწეობდა ბოლნისში; მისი პროექტით შეიქმნა 16 სხვადასხვა ტიპის ავტომობილი, მათ შორის, განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა 3-ხიდიანმა ავტომობილებმა "ივერიამ" და "თბილისმა", რომლებმაც მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე, ოქროს მედლები დაიმსახურეს; ასევე საყურადღებოა მის მიერ შექმნილი 3-ხიდიანი მაღალი გამავლობის სანიტარული ავტომობილი, რომლის შექმნისათვის მას მაშინდელი საკავშირო მანქანათმშენებლობის სამინისტროს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. ეს ყველგანმავალი ავტომობილები გათვალისწინებული იყო მთაგორიანი რელიეფისა და ფაქტობრივად გაუვალი გზებისთვის; 1998 წელს მან თავისი ტრაგიკულად დაღუპული ერთადერთი ვაჟის - გიას სახელის უკვდავსაყოფად შექმნა სამხედრო დანიშნულების ქართული ავტომობილი "გია", რომელსაც მოდერნიზაცია გაუკეთა და "MS425" უწოდა. ამ მანქანას 20 ადამიანის გადაყვანა, ორი ტონა ტვირთის გადატანა და 44-გრადუსიანი აღმართის დაძლევა შეუძლია. ეს შედეგი ასეთი ტიპის მანქანისათვის დიდი იშვიათობაა. მანქანათმშენებელი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.88-89

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბოლნისის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: