The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კვინიხიძე

ნიკოლოზ კვინიხიძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:18 იანვარი, 1996  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

 1939 წელს დაამთავრა საქართველოს ს. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი "საექსპლუატაციო" სპეციალობით 1939 წელს; დაამთავრა საბჭოთა კავშირის სამთო მრეწველობის აკადემია სამთო საბადოების დამუშავების მიწისქვეშა მეთოდის სპეციალობით 1952 წელს. 

1933 წლამდე მუშად მუშაობდა ტყიბულის სტალინის სახელობის შახტში; 1939-1940წწ. მუშაობდა კრივოიროგის "ლენინრუდის" ტრესტში რაიონულ ინჟინრად და უბნის უფროსად; 1940-1941წწ. იყო "მაკეევკნახშირის" უბნის უფროსი; 1941 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს სამთო მრეწველობის სხვადასხვა საპასუხისმგებლო და ხელმძღვანელ თანამდებობებზე: ტყიბულის რაიონული სამთო ტექნიკური ინსპექციის უფროსად, სტალინის სახელობის შახტის მთავარ ინჟინრად, შახტის უფროსად, ვ. ლენინის სახელობის შახტის უფროსად, ტყვარჩელის "ტყვარჩელნახშირის" ტრესტის შახტის მთავარ ინჟინრად და შახტის უფროსად, "ახალციხენახშირისა" და "ტყიბულნახშირის" ტრესტების მთავარ ინჟინრად; "საქნახშირის" კომბინატის უფროსის მოადგილედ და საწარმოო გაერთიანება "საქნახშირის" დირექტორად წარმოების დარგში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.90

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: