შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ადამია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1973 წელს. ВАК-ის დადგენილებით (საბჭოთა კავშირის დროს) 1990 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება. მისი სამეცნიერო შრომა „Nonohmic hopping conduction in weakly compensated semiconductors". Best of Soviet Semiconductors Physics and Technology, World Scientific, 1990, 1995 წლებში აღიარებულია როგორც საუკეთესო მრავალ პუბლიკაციებს შორის. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო, რესპუბლიკურ და ადგილობრივ კონფერენციებში; ფლობს 3 პატენტს. 1989 წელს ჩატარებული აქვს სამეცნიერო ერთობლივი კვლევა Chicago-ს უნივერსიტეტთან; 1997 წელს მიწვეული იყო სამეცნიერო მივლინებით, Institute of High Pressure Physics (Academy of Sciences – WARSAW)-ში; 2000–2005წწ. იყო საქართველოს ნორჩ ფიზიკოსთა ნაკრების ტრენერი; 2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტში შექმნა უნიკალური ფიზიკის ლაბორატორია, სადაც გამოყენებული იქნა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, ასევე 2017 წელს მან დაამზადა საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული საშუალო სკოლისთვის National Instruments ტექნოლოგიების შესწავლის აპარატურა და პროგრამები; 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში; ამ პერიოდში კითხულობდა შემდეგ საგნებს: ლაბორატორიულები: მექანიკა, ელექტროობა და მაგნეტიზმი, თერმოდინამიკა, რადიოტექნიკა; თეორიული კურსები: ნახევარგამტარების საფუძვლები, წრედთა თეორია, ანალოგური ელექტრონიკა, ციფრული ელექტრონიკა, მიკროპროცესორები, სისტემების მოდელირება და კონტროლი, LabView დაპროგრამირება, სიგნალები და სისტემები. გამოქვეყნებულიაქვს 61 სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 19 იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში. ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლაში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესიონალი ექსპერიმენტატორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.10; საქართველოს უნივერსიტეტი: ug.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |