შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ კაკუჩაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია; (დაიბადა სხვა ინფორმაციით 1905 წელს). დაამთავრა სოხუმის პადაგოგიური ტექნიკუმი 1925 წელს; სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოსთან არსებული უშიშროების სპეციალური სასწავლებელი. 1925-1926წწ. ასწავლიდა სოფელ მერხვეულის პირველი საფეხურის სკოლაში; 1926 წელს ჩააბარა ტფილისის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე; 1927 წლის ნოემბერში სწავლას თავი დაანება და მუშაობდა ტფილისის ამიერკავკასიის ტრანსპორტის მომხმარებელთა საზოგადოების პირადი მაგიდის გამგედ, სააღრიცხვო-გამანათლებელი განყოფილების მდივნად; 1928 წლის აპრილში დაბრუნდა უნივერსიტეტში, სადაც 1929 წლის ოქტომბრამდე სწავლობდა; შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ საკოლმეურნეო ცენტრის საქმეთა მმართველად (1929 წლის ოქტომბერ-დეკემბერი), საქართველოს კპ (ბ)ცკ-ის აგიტ-მასობრივი განყოფილების მდივნად (1930 წლის იანვარი-მარტი); 1923-1933წწ. იყო საკავშირო ალკკ წევრი1936 წლის დეკემბრიდან შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში; 1946-1950წწ. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს II მოწვევის დეპუტატი ეროვნებათა საბჭოში ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან; 1930 წლის მარტიდა 1931 წლის მაისამდე იყო სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ტფილისის რაიონული განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე სოფელ ყარაიაზში; 1931 წლის მაისიდან 1937 წლამდე სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ყარაიაზის (დღევანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი) რაიონული განყოფილების უფროსი; 1937 წლის 4 სექტემბრიდან 1938 წლამდე შინსახკომის ზუგდიდის რაიონული განყოფილების უფროსი; 1938 წლიდან საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს განყოფილების უფროსის თანაშემწე; 1938 წლის 22 ოქტომბრიდან ამავე წლის 11 დეკემბრამდე ასრულებდა საქართველოს სსრ კპ (ბ) ცკ-ის ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის მოვალეობას; 1938 წლის დეკემბერში კვლავ შინსახკომში დაბრუნდა; 1938 წლის 29 დეკემბრიდან 1939 წლის 2 აპრილამდე საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანაშემწის თანამდებობა ეკავა; 1939 წლის 10 მაისიდან 1941 წლის 26 თებერვლამდე ის აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო; 1940 წლის დეკემბერში ის საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე გახდა; 1941 წლის 11 მარტიდან 31 ივლისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1941 წლის 7 აგვისტოდან 3 ოქტომბრამდე ის საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეა; 1941 წლის 3 ოქტომბრიადნ 1942 წლის 18 იანვრამდე მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინსახკომის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1942 წლის 18 იანვრიდან მეორე განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საბჭოთა კავშირის შინსახკომის მეოთხე სამმართველო იგივე ფუნქციებით და სამმართველოს უფროსის მოადგილე გახდა, სადაც 1943 წლის 7 მაისამდე იმუშავა; (ამავდროულად, 1942 წლის 1 ივნისიდან 1943 წლის 7 მაისამდე ის საბჭოთა კავშირის შინსახკომის მეოთხე სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსად ითვლებოდა); მეორე განყოფილების დავალებას გერმანელების მიერ ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიებზე შინსახკომის აგენტურის შექმნა წარმოადგენდა; 1943 წლის 7 მაისიდან 1947 წლის 26 მარტამდე იყო ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარი - მინისტრი; 1945 წლის 10 ოქტომბრიდან 1946 წლის საქტემბრამდე მივლინებით იმყოფებოდა ბერლინში, სადაც მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინსახკომის - შინაგან საქმეთა მინისტრის რწმუნებულის მოადგილედ გერმანიაში; 1947 წლის 26 მარტიდან 13 აგვისტომდე იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კადრების სამმართველოს განკარგულებაში; 1947 წლის 13 აგვისტოდან 1951 წლის 31 ოქტომბრამდე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ნოვოსიბირსკის საოლქო სამმართველოში უფროსის მოადგილედ; 1951 წლის 31 ოქტომბრიდან 1952 წლის 25 მარტამდე იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პირველი მთავარი სამმართველოს განკარგულებაში; 1952 წლის 25 მარტიდან 1953 წლის 16 მარტამდე მუშაობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს როსტოვის საოლქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1953 წლის 16 მარტიდან 1953 წლის 10 აპრილამდე იყო საქართველოს სინაგან საქმეთა მინისტრი; 1953 წლის 10 აპრილიდან 1953 წლის 5 ივლისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი; 1953 წლის 5 ივლისს დააპატიმრეს; 1956 წლის 17 ივლისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და 15 წლით პატიმრობა შეუფარდა; გათავისუფლდა 1968 წლის 4 ივლისს; გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე; იგი რეაბილიტირებული არ არის; სპეციალური წოდებები: სახელმწიფო უშიშროების ლეიტენანტი (13.01.1936); სახელმწიფო უშიშროების მაიორი (29.12.1938); სახელმწიფო უშიშროების კომისარი (14.02.1943); გენერალ-მაიორი (1945 წლის 9 ივლისი); მიღებული ჰქონდა სამკერდე ნიშანი "შინსახკომის დამსახურებული მუშაკი" (1944); 6 მედალი; გარდაიცვალა 1982 წლის 28 მარტს (სხვა ინფორმაციით გარდაიცვალა 1982 წლის 16 აპრილს მოსკოვში); საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი. წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.60-62; Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898 - 1991: knowbysight.info; old.memo.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |