შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა ქუთაისის სამწლიანი სასულიერო საემინარია, საიდანაც დაიწყო მისი რევოლუციური ცხოვრება. 1903-1904წწ. რევოლუციურ საქმიანობას რსდმპ ქუთაისის კომიტეტში ეწეოდა; 1904 წელს გახდა რსდმპ-ს წევრი; 1904 წლის ნოემბერში ჭიათურაში გაემგზავრა პროპაგანდისტად, სადაც 1904 წლამდე მუშაობდა; 1906 წლის თებერვლიდან რევოლუციური საქმიანობა თბილისში განაგრძო; იმავე წლის სექტემბერში დააპატიმრეს და ორი თვის შემდეგ გაათავისუფლეს; ის სხვადასხვა ბოლშევიკ-რევოლუციონერებთან ერთად მონაწილეობდა ტერორისტულ აქტებში, ახდენდა ექსპროპრიაციებს; ერთ-ერთი ასეთი აქტის მზადების პროცესში ის 1907 წლის თებერვალში ქუთაისში კვლავ დააპატიმრეს; ციხეში მან 5 თვე დაჰყო, ივნისში კი ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს; ორი კვირის შემდეგ კვლავ თბილისში ჩამოვიდა, აქედან კი ქუთაისში გაემგზავრა, სადაც სისრულეში უნდა მოეყვანა ციხიდან პატიმრების გაქცევა; 1908 წლის თებერვალში ბაქოში გაემგზავრა, სადაც კიდევ ერთ დაგეგმილ ექსპროპრიაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ამ გეგმის განხორციელება მას და მის ამხანაგებს არ დასცალდათ; 1914 წლის იანვრის ბოლოს ეტაპით ციმბირში გაამგზავრეს; მან მალევე დაიწყო მზადება გამოსაქცევად; რამდენიმე თვის შემდეგ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა და 19 აგვისტოს თბილისში დაბრუნდა; 1915 წელს ბოლშევიკური ორგანიზაციების კავკასიის ბიუროს წევრი გახდა; 1916 წლის 18 აგვისტოს ჟანდარმერიამ კვლავ დააპატიმრა; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის გაანთავისუფლეს; 1918 წლის ივლისიდან სამუშაოდ გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, თერგის ოლქში; ოქტომბერში დანიშნეს თერგის საოლქო საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ, სადაც 1919 წლის თებერვლამდე იმუშავა; ამის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე დღეში სხვა ცნობილ ბოლშევიკებთან ერთად დააპატიმრეს; 1919 წლის ბოლოს მან რამდენიმე ბოლშევიკ-რევოლუციონერთან ერთად მაინც მოახერხა ციხიდან გაქცევა და კვლავ არალეგალურ მუშაობას შეუდგა; 1921 წლამდე იყო ბოლშევიკთა კავკასიის ბიუროს წევრი, კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი, სამხედრო შტაბის წევრი, ქ. ბაქოს მუშათა დეპუტატების საბჭოს არალეგალური წევრი, თერგის საოლქო კომიტეტისა და აღმასკომის წევრი; 1921 წლის შემდეგ რევკომის წევრი, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრი, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცსკ-ის) წევრი; ქ. თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოსა და აღმასკომის წევრი; 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა; საქართველოს სსრ რევკომის 1921 წლის 10 მარტის ბრძანებით კონტრევოლუციასთან, საბოტაჟთან, სპეკულაციასთან და თანამდებობის პირთა ბოროტმოქმედებასთან საბრძოლველ საგანგებო საგამომძიებლო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა; ამ თანამდებობაზე მან 1922 წლის 3 ნოემბრამდე იმუშავა; 1923 წლიდან იყო მემარცხენე ოპოზიციის წევრი, ნაციონალ-უკლონისტი; 1926 წლის 5 თებერვლიდან ამავე წლის 11 ოქტომბრამდე საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა; 1928 წელს ის ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი გახდა; ის გადაასახლეს ყირიმში 3 წლით; 1930 წლის 8 დეკემბერს ციხეში ტუბერკულოზისგან გარდაიცვალა (გარდაცველების ცნობა აღებულია წყაროდან: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები, სხვა წყაროს მიხედვით გარდაიცვალა 1931 წელს). წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო: supremecourt.ge; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.99-101 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |