შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ საჯაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თაია, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა სოხუმის გორკის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიური ფაკულტეტი 1972 წელს. 1964-1972წწ. სოხუმის სანერგე მეურნეობის მუშა; 1972-1976წწ. სოხუმის რ-ის მე-2 სკოლის მასწავლებელი; 1976-1982წწ. სოხუმის რ-ის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორის მოადგილე; 1982-1992წწ. სამეურნეთაშორისი რაიონული მეცხოველეობის საწარმოს დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორირარული, მაჟორიტარი სოხუმის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, სოხუმის №9.77 საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: აფხაზეთის დეპუტაცია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, არჩეული აფხაზეთიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.301 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |