შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო სიგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს. 1971 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობას: 1971-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის კაბინეტის ლაბორანტი; 1973-1974წწ. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" რედაქტორი; 1974-1977წწ. ჟურნალი "განთიადი", განყოფილების გამგე; 1978-1981წწ. გამომცემლობა "მერანი", რედაქტორი; 1981 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, განყოფილების და სექტორის გამგე; 1984-1986წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი ; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 312 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |