The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ რუხაძე

ნიკოლოზ რუხაძე
Date of birth:4 October, 1905
Date of death:15 November, 1955  (at 50 years)
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. 

დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.

1922-1928წწ. იყო კომკავშირის წევრი; 1927 წლის სექტემბრიდან შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში; 
1924 წლის ივლისიდან დეკემბრამდე მუშაობდა ტფილისში, საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში შემნახველი სალაროს სამმართველოს საქმის მწარმოებლად; 1925 წლის იანვრიდან ივნისამდე ორჯონიკიძის სახელობის მექანიკური ქარხნის კომკავშირის ბიუროს პასუხისმგებელ მდივნად; 1925 წლის ივნისიდან 1926 წლის თებერვლამდე  ბათუმში, კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ, ინსტრუქტორად; 1926 წლის მარტიდან დეკემბრამდე კომკავშირის თელავის სამაზრო კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ; 1927 წლის იანვრიდან აპრილამდე ტფილისში, კავკასიის არმიაში პასუხისმგებელ თარჯიმნად; ამავე წლიდან მან ორგანოებში დაიწყო მუშაობა; 1927 წლის მარტიდან ივნისამდე იყო აჭარის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საინფორმაციო-აგენტურული განყოფილების საიდუმლო თანამშრომელი; 1927 წლის ივლისიდან 1930 წლის დეკემბრამდე მუშაობდა აჭარის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საინფორმაციო-აგენტურული პოლიტიკური კონტროლის განყოფილების რწმუნებულად; 1931 წლის იანვრიდან დეკემბრამდე იყო აჭარის ასსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ქობულეთის რაიონული ქვეგანყოფილების უფროსი; 1932 წლის იანვრიდან 1933 წლის აპრილამდე აჭარის ასსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი; 1933 წლის აპრილიდან 1934 წლის ივნისამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული ქვეგანყოფილების უფროსი; 1934 წლის ივლისიდან 1935 წლის მარტამდე საქართველოს სსრ შინსახკომის მახარაძის რაიონული ქვეგანყოფილების უფროსი; 1935 წლის მარტიდან 1937 წლის ოქტომბრამდე შინსახკომის გაგრის საქალაქო განყოფილების უფროსი და სოხუმის სასაზღვრო კომენდატურის კომენდანტი; 1937 წლის ოქტომბრიდან 1938 წლის სექტემბრამდე საქართველოს კპ (ბ) ცკ-თან არსებული საბჭოთა პარტიული კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი და საკავშირო კპ (ბ) ცკ პარტიული კონტროლის კომისიის პარტკოლეგიის წევრი საქართველოში; 1938 წლის აგვისტოდან 1939 წლის მარტამდე სსრკ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი გახლდათ; 1939 წლის მარტიდან 1941 წლის 26 მარტამდე საქართველოს სსრ შინსახკომის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 1941 წლის 7 მარტიდან 24 აგვისტომდე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე; 1941 წლის 24 აგვისტოდან 1943 წლის 29 აპრილამდე შინსახკომის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი ამიერკავკასიის ფრონტზე, ყირიმში, კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე; 1943 წლის 29 აპრილიდან 1945 წლის 22 ივლისამდე იყო ამიერკავკასიის ფრონტის "სმერში"-ს ("სიკვდილი ჯაშუშებს") კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი; 1945 წლის 22 ივლისიდან 1946 წლის 6 მაისამდე თბილისის სამხედრო ოლქის "სმერში"-ს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი;  1941 წლის აგვისტოდან 1944 წლამდე მუშურ-გლეხური წითელი არმიის ნაწილებთან ერთად მივლინებით იმყოფებოდა ირანში (თავრიზი, კაზინი, თეირანი); 1945 წლის სექტემბრიდან 1946 წლის იანვრამდე კი - შინსახკომის ოპერჯგუფის ხელმძღვანელობით ბერლინში. 1946 წლის 6 მაისიდან 1948 წლის 12 იანვრამდე იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის "სმერში"-ს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი; 1948 წლის 12 იანვრიდან 1952 წლის 9 ივნისამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1952 წლის 11 ივლისს დააპატიმრეს; სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ თბილისში, 1955 წლის 19 სექტემბერს გამართულ პროცესზე მას დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1955 წლის 15 ნოემბერს. იგი რეაბილიტირებული არ არის; სპეციალური წოდებები: მაიორი (22.04.1936), სახელმწიფო უშიშროების კაპიტანი (19.07.1939), სახელმწიფო უშიშროების მაიორი (22.10.1940), სახელმწიფო უშიშროების უფროსი მაიორი (13.04.1942), სახელმწიფო უშიშროების კომისარი (14.02.1943), გენერალ-მაიორი (26.05.1943), გენერალ-ლეიტენანტი (02.11.1944); ჯილდოები: საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1955 წლის 1 ოქტომბრის N1760-950ს დადგენილებით, როგორც "საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ გასამართლებულს", გენერალ-ლეიტენანტის წოდება ჩამოერთვა. ჯილდოები: სამი მედალი; საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსგან გადაეცა ოქროს საათი 1934 წელს ლანჩხუთის რაიონში ბანდების ლიკვიდაციის გამო.

წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.107-108

Awards and Honors

  • 1949 - წითელი დროშის ორდენი
  • 1947 - წითელი დროშის ორდენი
  • 1945 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1943 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1942 - წითელი დროშის ორდენი
  • 1937 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: