შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია სიმონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1984წწ. ს.მ. კიროვის სახელობის ქუთაისის საწარმოო სამკერვალო გაერთიანების სათაო საწარმო, ბრიგადის ოსტატი; 1984-1985წწ. ს.მ. კიროვის სახელობის ქუთაისის საწარმოო სამკერვალო გაერთიანების სათაო საწარმო, კომკავშირის კომიტეტის წევრი; 1985-1986წწ. კომკავშირული ორგანიზაციების განყოფილების გამგე; 1986-1988წწ. საქართველოს ალკკ ქუთაისის ლენინის რაიონული კომიტეტის მდივანი; 1988-1989წწ. ს.მ. კიროვის სახელობის სამკერვალო გაერთიანების პარტიული კომიტეტის მდივანი; 1989-1990წწ. საქართველოს ალკკ ქუთაისის ლენინის რაიონული კომიტეტის მეორე მდივანი; 1990-1992წწ. ს.მ. კიროვის სახელობის ქუთაისის სამკერვალო გაერთიანების შრომა-ხელფასის განყოფილების ინჟინერი; 1992-1994წწ. ს.მ. კიროვის სახელობის ქუთაისის საწარმოო სამკერვალო გაერთიანების ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა, სააქციო საზოგადოება "იმერეთი", დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1995-1999წწ. ქუთაისის სააქციო საზოგადოება "იმერეთი" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 312 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |